საქართველოს მასშტაბით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგოიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მომდევნო ორი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.
,,31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს ამინდი გაუარესდება. ველოდებით წვიმას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში", _განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ წვიმაა მოსალოდნელი თბილისში.
მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით 31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს ტემპერატურაც მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაგრამ უკვე 2 სექტემბრიდან შედარებით გამოიდარებს.
,,31 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 24-29 გრადუსამდე გათბება, ხოლო 1-ელ სექტემბერს ტემპერატურა შედარებით დაეცემა და ის 19-24 გრადუსამდე შენარჩუნდება, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ჰაერი მომდევნო ორი დღის განმავლობაში 23-27 გრადუსამდე გათბება. თბილისში კი მოსალოდნელია 25 გრადუსამდე სითბო", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ.
ნიორაძის განმარტებით, პირველი სექტემბერს მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე მიაღწევს 20-25 მ/წმ-ში.