საქართველო აზერბაიჯანში უხარისხო და მშენებლობისათვის სახიფათო არმატურის იმპორტს ეწევა, აღნიშნულ ბრალდებას საქართველოს აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა უყენებს. აზერბაიჯანული კომპანია "Baku Steel Company"-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და დამფუძნებელი რასიმ მამედოვი აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განმარტავს, რომ საქართველოში არმატურას რუსთავის მეტალურგიული კომბინატი ამზადებს, რომელიც წარმოებაში იაფფასიან, მეორად მასალას და დაბალხარისხიან ფეროშენადნობს იყენებს.
მამედოვის განმარტებით, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი არმატურის ექსპორტს აზერბაიჯანში ეწევა, იხდის რა დაბალ სატრანსპორტო გადასახადებს ის ადგილობრივ მწარმოებლებს ამ არმატურას საკმაოდ დაბალ ფასში სთავაზობს. მისივე განმარტებით, რომ არა პროდუქციის დაბალი ხარისხი, საქართველო ამ პროდუქციას სხვა ქვეყნებში გაიტანდა და გაყიდდა, რადგანაც ქვეყანას ამის შესაძლებლობა გააჩნია.
აზერბაიჯანის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 28 ათასი ტონა არმატურის ექსპორტი განხორციელდა, რაც საერთო ჯამში 21,4 მლნ დოლარის ღირებულების იყო.
მასალის გამოყენების პირობები