საფრანგეთმა საკუთარი ინტერესები საქართველოზე მაღლა დააყენა და სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შეუსრულებლობაზე თვალი დახუჭა. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს" სამხედრო ექსპერტმა იარკალი სესიაშვილმა განუცხადა.
~საფარანგეთს რუსეთთან მიმართებაში თავისი სახელმწიფო ინტერესები აქვს, რომელიც მისთვის საქართველოზე მნიშვნელოვანია. ოფიციალურმა პარიზმა სწორედ ამის გამო დახუჭა თვალი მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შეუსრულებლობაზე~, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო გემის ~მისტრალის~ შეძენა ევროპას და აშშ-ს საფრთხეს არ უქმნის, რადგან ნატო-ს გაცილებით ძლიერი ჯარი და ტექნიკა აქვს. რაც შეეხება საქართველოს, სამხედო ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ კრემლი საქართველოში სამხედრო აგრესიას განახორციელბს სურვილის შემთხვევაში ისედაც დიდი პოტენციალს ფლობს.
~მისტრალს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა და 6 ერთული, ორი სახის მცირე კალიბრიანი 30 და 12 კალიბრიანი ტყვიამფრქვევი აქვს, რაც სერიოზულ იარაღს არ წამოადგენს. თუმცა, კრემლის ინტერესებში ნატო-ს სტანდარტების გემი შეძენა არც შედიოდა, რადგან ურჩევია, რომ მის გადაირაღება საკუთარი სტანდარტების შესაბამისად მოახდინოს~, - აღნიშნა სესიაშვილმა.
მისვე თქმით, ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითხზე თავშეკავებული განცხადებები უნდა გააკეთოს, რომ საფრანგეთთან ურთიერთობა არ დაძაბოს.