იმ ბავშვების რაოდენოებამ, რომლებმაც სირია იძულების წესით დატოვეს მილიონს მიაღწია, იტყობინება გაეროს დევნილთა და ბავშვების სააგენტოები.
„იუნისეფის" ინფორმაციით, კიდევ 2 მილიონამდე ბავშვი ქვეყნის შიგნით გადაადგილებულად ითვლება. ისინი იძულებულნი გახდნენ დაეტოვენინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა ვერ მოახერხეს.
ექსპერტები აცადებენ, რომ ბავშვები სირიელი დევნილების რაოდენობის ნახევარს შეადგენენ. დევნილი ბავშვების სამი მეორთხედი 11 წლამდე ასაკისაა.
შეგახსნებთ, რომ სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლის მარტში დაიწყო. სხვადასხვა მონაცმების მიხედვით დაღუპულთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება.