ინდოეთში მორიგი ჯგუფური გაუპატიურება მოხდა. მუმბაიში ხუთმა მამაკაცმა 23 წლის ფოტოჟურნალისტი გააუპატიურა და მისი თანმხლები პირი სცემა, იუწყება ბი-ბი-სი.
დაზარალებულები მუმბაის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებიან.
პოლიციის ინფორმაცით, მათ 16 ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული.
თავდასხმა საფეიქრო ფაბრიკის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ჟურნალისტი გაზეთის რედაქცის დავალებით იმყოფებოდა.
მომხდარს ინდოეთში საკამოდ დიდი რეზონასი მოჰყვა.
შგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში გადაიცვალა 23 წლის გოგონა რომელიც ასევე ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.