23-27 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, არტ სტუდია DOTCOMMA წარმოადგენს სახელოვნებო Batumi Street Art Festival-ს. ფესტივალი აერთიანებს 9 მხატვარს პარიზიდან და 6 ქართველ არტისტს, როგორც თბილისიდან ასევე ბათუმიდან.
ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, Trump Tower-ისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ფრანგი და ქართველი მხატვრების მიერ სარეკლამო ბილბორდების, სტენდებისა და კედლების მოხატვა, შეიქმნება ნამუშევრები ბათუმისთვის.
ფესტივალის განრიგი:
23 აგვისტო - ანბანის კოშკის ტერიტორიაზე მთელი დღის მანძილზე მოხდება 7 სარეკლამო ბილბორდის მოხატვა;
24 აგვისტო - Trump Tower-ის მიმდებარედ, შუშის შენობაზე მთელი დღის მანძილზე მოიხატება 10 ხის სტენდი, რომელიც გამოფენილი იქნება 4 ნოემბრამდე;
25 აგვისტო - ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოყოფილ სივრცეებში მთელი დღის მანძილზე განხორციელდება კედლების მოხატვა;
27 აგვისტო - არტ ვილა გარიყულაში კედლის მოხატვა.