მახინჯაურის მრავალპროფილიან პოლიკლინიკას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ელგუჯა ბერიძე პოლიკლინიკის თანამშრომლებს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რომან ბოლქვაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინეს.
ელგუჯა ბერიძეს ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 1999 წლიდან 2011 წლამდე მახინჯაურის მრავალპროფილიან პოლიკლინიკაში პედიატრად, ოჯახის ექიმად და დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლიდან დღემდე იყო შპს „ვიტა"-ს მთავარი ექიმი.
ელგუჯა ბერიძემ პოლიკლინიკის დირექტორის თანამდებობაზე მალხაზ ელიაშვილი შეცვალა. ელიაშვილმა თანამდებობა სახელმწიფო სადაზღვევო ფონდში გადასვლის გამო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები