მექსიკაში მიწისძვრამ 438 სახლი დაანგრია.
ოფიციალური ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, 8 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
დაშვებულები ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.
მედიკოსების ინფორმაციიით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანებულია სკოლის შენობების და სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილიც.
ბოლო ინფორმაციით, 48 სასწავლო დაწესებულება და 11 საავადმყოფო თითქმის სრულადაა განადგურებული.