გაეროს უშიშროების საბჭო სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამოძიებას ითხოვს. უშიშროების საბჭომ შესაბამისი მითითებები მისცა საერთაშორისო ინსპექტორებს, რომლებიც ამჟამად სირიაში იმყოფებიან.
„საბჭოს წევრები ძლიერ შეშფოთებულები არიან ამ შეტყობინებებით. საერთო აზრი ასეთია - უნდა გარკვეს თუ რა მოხდა და განხორციელდეს ვითარების კონტროლი", - განუცხადა ჟურნალისტებს საბჭოს დახურული სხდომის დასრულების შემდეგ გაეროში არგენტინის მუდმივმა წარმომადგენელემა კრისტინა პრესევალმა, იტყობინება ბი-ბი-სი.
ოთხშაბათს სირიის ოპოზიციამ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა მორიგი ოპერაციის დროს დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რის შედეგადაც ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა. ოფიციალურმა დამასკომ ეს ინფორმაცია უარყო.
35-მა ქვეყანამ, მაშ შორის დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, საფრანგეთმა, მოუწოდეს გაეროს მთავარ ინსპექტორს სირიაში აკე სელსტრემს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინცინდენტი.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს უშიშროების საბჭოს მიერ მკაცრი რეზოლუციის მიღება, სადაც იყო მოწოდება დამასკოს მიმართ, დაუყოვნებლივ დაეშვა გაეროს ექსპერტები ქიმიური შეტევის სავარაუდო ტერიტორიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერიტორია გაეროს წარმომადგენელთა ადგილსამყოფელიდან 15 წუთითაა დაშორებული.
შეგახსენებთ, რომ სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო. ამ დრომდე კონფლიქტს სხვადასხვა მონაცმებით 100 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.