მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ კომპანიად ამერიკული SalesForce.Com დასახელდა, რომლის მთავარი საქმიანობა პროგრამების შექმნა და პროგრამული უზრუნველყოფაა.
Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგით ირკვევა, რომ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ კომპანიათა სამეული მთლიანად ამერიკული კომპანიებითაა დაკომპლექტებული.
სამეულში SalesForce.Com-ის გარდა ასევე შედიან ფარმაცევტული Alexion Pharmaceuticals და IT გიგანტი: VMWare.
რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე, ერთ-ერთი პირველია ბრიტანული ARM Holdings, რომელიც რეიტინგში მე-5 ადგილზეა.
რაც შეეხება ინტერნეტ გიგანტ Google-ს ის მსოფლიოს ინოვაციურ კომპანიათა ჩამონათვალში 47-ე პოზიციაზეა, ხოლო Apple მხოლოდ და მხოლოდ 79-ე პოზიციაზე.