კომპანია "ემირი" აჭარაში მინიმუმ 0,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიამ პირობებიან აუქციონზე ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მდებარე ყოფილი ჩაის კომბინატ „თეთროსანის" ნაწილი იყიდა, რაშიც 206 ათასი ლარი გადაიხადა. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 200 ათას ლარს შეადგენდა. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ობიექტის მფლობელი ვალდებული ხდება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე არაუმეტეს 8 თვის ვადაში საწარმო აამოქმედოს და საწარმოში 10 წლის განავლობაში 30 ადამიანი დაასაქმოს.
მასალის გამოყენების პირობები