„სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქე კ.ს. შემოვიდა, რომელსაც არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები აღმოაჩნდა. ოქროს ბეჭედი 6 - ცალი, ოქროს საათი -1 ცალი, ოქროს სამაჯური 1- ცალი, ხელოვნური ქვა 6 - ცალი, ხელოვნური მარგალიტი 11- ცალი, ძოწის სამაჯური 1- ცალი და 30, 87 გრამი ვერცხლის სხვადასხვა ნაკეთობები. რუსეთის მოქალაქის მიერ 115,37 გრამი არადეკლარირებული ნივთების საერთო ღირებულებამ 2973 ლარი შეადგინა.
18 აგვისტოს, კვლავ რუსეთის მოქალაქე - დ.ა.-ს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოჩნდა, კერძოდ: ოქროს სამაჯური - 2 ცალი, ოქროს სამეული (1 წყვილი საყურე, 1 ცალი ბეჭედი), ოქროს ბეჭედი - 1 ცალი, ოქროს საყურე - 1 წყვილი, ოქროს ჯვარი - 4 ცალი, ოქროს კულონი - 5 ცალი, საერთო წონით 69,7 გრ; ნივთების საერთო ღირებულებამ კი 3173,36 ლარი შეადგინა.
იმავე დღეს, "სადახლო რკინიგზის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, სომხეთის მხრიდან შემოსულ ერევანი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ყაზახეთის მოქალაქე კ.ნ.-ს აღმოაჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ, 9 -ცალი ბეჭედი, 4 წყვილი საყურე, 3 - ცალი ყელსაბამი, 1 - ცალი სამაჯური, 1 -ცალი კულონი. ექსპერტიზის დასკვნით, 61,78 გრ-ს, ნაკეთობების საერთო ღირებულება 2444.40 ლარად იქნა შეფასებული.
აღნიშნული სამართალდარღვევის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქე კ.ს.-სა და მოქალაქე კ.ნ.-ს ჯარიმის სახით 1000 - 1000 ლარი შეეფარდათ, ხოლო ყაზახეთის მოქალაქეს ამავე კოდექსის
289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3173,36 ლარის ოდენობით.