რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს ყველა ხალხთან მეგობრობისკენ ისწრაფვის.
„დღევანდელი ყველა სირთულის, პრობლემისა და ტრაგედიის მიუხედავად, და სამწუხაროდ, ისინი საკმარისად ბევრიაა, ჩვენგან, რუსეთიდან, სწორედ ისეთი იმპულსები წამოვა (რომლებიც ქვეყნებს საერთო ღირებულებების გარშემო გააერთიანებს), რადგან ჩვენ ყველასთან მეგობრობისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით, არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან, არამედ ყველა ხალხთან დედამიწაზე “, - განაცხადა პუტინმა ეროვნული ერთიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.