სამხედრო ექსპერტის ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ სომხეთი საქართველოზე კიდევბ უფრო დამოკიდებული გახდა, რაც ჯავახეთის საკითხზეც დადებითად აისახება.
~სომხეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ აღიარებს, რადგან ის ტვირთების გადაგილების მიმართულებით 70% საქართველოზეა დამოკიდებული. ლარსის გახსნის შემდეგ კი სატრანპორტო მიმართულებით ეს დამოკიდებულება კიდევ მეტად გაიზრდება, რაც არაპროპორციულად ჯავახეთზეც აისახება. სომხური მხარე ახალ უკვე მოერიდება ჯავახეთში მოღვაწე რადიკალური ძალების პროვოცირებას~,- განუცხადა ~ჯი-ეჩ-ენ~-ს ნიკა ჩიტაძემ.
რაც შეეხება ლარის გამშვები პუნქტის გახნის შემდეგ რუსლი მხარისგან მოსალოდნელ პროვოკაციებს, სამხედრო ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ კუთხით საფრთხე არ არსებობს.
~ის, რომ თრუსოს ხეობაში რამდენიმე ოსური სოფელია და კოკოითი მათზე პრეტენზიას აცხადებს, არ ნიშნავს, რომ ლარსის გახსნით რაიმე საფრთხეს უნდა ველოდოთ. პირიქით, ეს გაზა მხოლოდ სომხეთიდან რუსეთის მიმართულებით და პირიქით ტვირთების გადაზიდვაზეა გათვლილი და მონიტორინგს ევროკავშირის დამკვირვებლები განახორციელებენ~, - აღნიშნა ჩიტაძემ.
მისვე შეფასებით, ლარსის გამშვები-საბაჟო პუნქტის გახსნა ყაზბეგის რაიონზე დადებითად აისახება, რომელიც ინფრასტრუქტურის და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.