სირიელმა ბიზნესმენმა შაგენ ჩერკეზიანმა, რომელიც ქალაქ ჰომსში, მზის გამათბობლების საწარმო - Solar Heaters ფლობდა, სომხეთში ბიზნესის წარმოებაზე უარი განაცხადა.
როგორც სომხურ მედიასთან საუბრისას, სომხეთში ბიზნესმენის პარტნიორმა სურენ გრიგორიანმა განმარტა, საწარმოს აღჭურვილობის გადატანა ქალაქ ჰომსიდან ლიბანში განხორციელდა, საიდანაც ჩერკეზიანი ამ ტექნიკას უკვე სომხეთში გადმოიტანდა და სადაც 200 ათას თანამშრომელს დაასაქმებდა, რომლებთიც მასთან სირიაში მუშაობდნენ.
„ვიდრე ბიზნესმენი სომხეთში კომპანიას გახსნიდა, მან გადასწყვიტა უფრო კარგად შეესწავლა თუ როგორ მუშაობდა ქვეყანაში საგადასახადო და საბაჟო სამსახურები და რამდენად მარტივი იყო სომეხი დიასპორისთვის სომხეთში საქმიანობის წამოწყება. ბიზნესმენი კარგად დაფიქრდა და საბოლოოდ საკუთარი იდეის რეალიზებაზე უარი განაცხადა. ამ დროისათვის ტექნიკა ერთ ადგილზეა შეჩერებული. ძალიან ვწუხვარ, რადგანაც პროექტის განხორციელებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, მით უფრო სირიელი სომხებისთვის"- განაცხადა გრიგორიანმა.
როგორც გრიგორიანი განმარტავს, ჩერკეზიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბიზნესი ან საქართველოში დაიწყოს ან კიდევ ლიბანში.