ლოკორნოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლეოპარდი" მიიღო ესპანელი რეჟისორის ალბერტ სერას ფილმმა „ჩემი სიკვდილის ისტორია" (Historia de la meva mort).
ფილმში მოთხრობილია ლეგენდარულ ავანტიურისტზე ჯაკომო კაზანოვაზე, რომელიც ფილმში დრაკულას ხვდება.
„ეს ფილმი საშინელების სილამაზეზე, მაგრამ ასევე საშინელ სილამაზეზეა", - განაცხადა რეჟისორმა.
უნდა აღინიშნოს, რომ კინოფესტივალზე აღიარება მოჰყვა ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტალურ ფილმს „შევხდებით ჩეჩნეთში", რომელმაც კონოფესტივალის სექციის „ღია კარები" პრიზი მიიღო.
„ოქროს ლეოპარდი" კინომატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ქართველ კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს გადაეცა.