16 აგვისტოს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, კანდელაკის, შარტავას და ქანთარიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, II „ა" მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურდიანის, საგურამოს, იამანიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, გუმათჰესის, მოსტკოვის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის ჩიხის და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.