ხვალ, 15 აგვისტოს, სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარბარეს უბნის და მეტალურგების დასახლების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის, ქაიროს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მათიაშვილის, ჩოჩუას, ნავთლუღის და ქობულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ბაღდადის, ნავთლუღის, წერნაკის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფილიას, სამღერეთის და ინტერნატის ქუჩების მაცხოვრებლებს.