საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა შეიძლებოდა ყოფლიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის მიერ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ხარატიშვილის მსგავსი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ მისდამი განხორციელებული ქმედებებითა და ზეწოლით განპირობებული ვერანაირად ვერ იქნება, რადგან მსგავს ფაქტს არასოდეს ადგილი არ ჰქონია.
"მე არ ვიცი რამ განაპირობა ხარატიშვილის ეს გადაწყვეტილება და რა არის რეალური საფუ(ზველი და მოტივი, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ გამორიცხულია აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს გამოეწვია,"- განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ხარატიშვილმა მსგავსი განცხადებით პარლამენტს მიმართა, მიუხედაავად საპარლამენტო მუშაობის დასრულებისა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დეპუტატთა რიგგარეშე სესიის მოწვევის და შესაბამისი საკითხის განხილვის უფლება აქვს.
"ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისკომფორტიც გამოიწვიოს, თუმცა მანამ, სანამ პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე ვალდებულია მისდამი დაკისრებულ მოვალეობა შეასრულოს. რაც შეეეხება საკითხის განხილვას, მიხედავად იმისა, რომ პარლამენტს საზაფხულო არდადეგები აქვს, დავით უსუფაშვილის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე ნებისმიერ დროს შეიძლება რიგგარეშე სესიის თუ სხდომის მოწვევა და შესაბამისი საკითხის განხილვა, თუმცა ვიდრე პარლამენტი ხარატშვილის განცხადებას არ დააკმაყოფილებს, იგი ვალდებულია მოვალეობის შესრულება გააგრძელოს, რადგან აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში ცესკო-ს მუშაობაში რაიმე შეფერხებები არ იყოს,"- აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კობახიძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა პარლამენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით უკვე მიმართა.