პრეზიდენტობის კანდიდატი ბესიკ ადამია მთავარ კონკურენტად ფულს მიიჩნევს. იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და უპარტიო საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩვნო კამპანიის დაფინანსებისთვის დახმარებისკენ მოუწოდებს.
"როგორც ვხედავ, წინა პლანზე იწევს ძველი სახეები, ძველი პოლიტიკური კადრები და თუ ხელმოწერების ჩაბარების დღეს უპარტიო პრეზიდენტობის კანდიდატების სახით, ახალი სახეები არ დაფიქსირდა, ეს იქნება ნიშანი ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ, პოლიტიკური და ინტელექტუალური განუვითარებლობისა. საქართველოს ფაქტიურად ქუთაისური ჯიგარის ნამდვილი ქართველი კაცი სჭირდება,"- განაცხადა ბესიკ ადამიამ.
საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირებულია ქვეყნის პრეზიდენტობის 30-მდე კანდიდატი.