ქვეყნის პირველი პირობისთვის ბრძოლას პროფესიით ფილოლოგი და 7 შვილის დედა ასმათ მაჭავარიანიც აპირებს. მისი თქმით, იგი საპრეზიდენტო კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
"არ მსურს პრეზიდენტობა, არც მსურს პოლიტიკოსობა, არც მსურს რეზიდენტობა, მაგრამ მე ვინ მეკითხვა ლაღი ვარ თუ მწუხარი?! ამას მშვენივრად აგვარებს რეჟისორი უფალი. დღეს საზოგადოებაში რაც შეიძლება იყოს ჩემი კონკურენტი, ეს არის -ფული. მეტი კონკურენტი მე არ მყავს,"- განაცხადა ასმათ მაჭავარიანმა.
საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირებულია ქვეყნის პრეზიდენტობის 30-მდე კანდიდატი.