„აგვისტოს ომის ხუთი წლის თავზე საქართველო კვლავ იმ ხაფანგში იმყოფება, რომელიც თავის თავს 2008 წლის 8 აგვისტოს დაუგო: მას არ შეუძლია აღიაროს რელობა, რომ აგრესორია, რადგანაც ეს დაადასტურებს ოსების უფლებას იბრძოლონ აგრესიის წინააღმდეგ და თავიანთი ტერიტორიის დამოუკიდებლობა დაიცვან", _ განცხადება ამის შესახებ კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ კოვალენკომ გააკეთა, რომელიც აგვტოსშიუ მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ელჩი იყო საქართველოში.
„ქართველებმა რომ აღიარონ, რომ მათ აგრესიის ფაქტი ჩაიდინეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უარი უნდა თქვან ორ ზალიან მნიშვნელოვან მომენტზე, პოზიციებზე: პირველი - უნდა გააუქმონ კანონი ოკუპირევული ტერიტორიების შესახებ და მეორე - აიღონ თავის თავზე ვალდებულება არ გამოიყენონ ძალა ან მუქარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. სწორედ ეს არის იურიდიული თვალსაზრისიდან გამომდინარე ქართველების უარის თქმის მიზეზი",_ აცხადებს კოვალენკო.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა რესპუბლიკებთან ურთიერთობები მაინც ამოძრავდა იმ მიმართულებით, რომ უარი ითქვას კანონზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და ეს აუცილებლად მოხდება - რა თქმა უნდა თუ რაიმე „კატაკლიზმები" არ მოხდა.
„თუ მათ მართლა სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და ყველაფერი აქეთკენ მიდის, მათ მოუწევთ, რაღაცნაირი ფორმით უარი განაცხადონ ამ ტერიტორიების მიმართ ძალის გამოყენებაზე. შესაძლოა აქ მოხდეს რაღაც გაცვლა და ეს იქნება ბიძგის მომცემი მოლაპარაკებების დაწყებისთვის, რომლებიც შესაძლოა რაღაც ფორმამდე მივიდეს, მე არ ვსაუბრობ გაერთიანების ფორმაზე, არამედ რაღაც ფორმაზე მხარეთა შორის ნდობის აღდგენის საკითხში, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხში", - აცხადებს ყოფილი ელჩი.
მასალის გამოყენების პირობები