აჭარაში მცხოვრებ დევნილთა საყურადღებოდ! საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და „ჩემი ოჯახის კლინიკის" ერთობლივი აქციის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
აქცია 12 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყება. იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მოემსახურებას ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები გაუწევენ.
მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. #125
მასალის გამოყენების პირობები