ხორვატიაში და ალჟირში დაკავებულ ორ გემზე საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ქართული მხარე ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში.
"სპეციალური ჯგუფი მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩართულია საელჩო, ტრასპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი. ეს ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩვენთვის და ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ პირველ ეტაპზე ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ, ხოლო შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ყველანაირი პრობლემა მოვაგვაროთ ამ ადამიანებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.