უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკის განცხადებით ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამიჯვნა სურს.
როგორც ვოლსკიმ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა ბაქრაძის ბოლო დროინდელი განცხადებები ამის ნათელი მაგალითია თუმცა ეს გამიჯვნა წარმოუდგენელია.
"ბაქრაძე როგორც "ნაციოანლური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი არის უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში რადგანაც თვითონაც მონაწილეა ყველა პროცესის. მთელი მისი სტრატეგია, ბოლო განცხადებებს თუ დააკვირდებით მიმართულია იქითკენ რომ საზღვარი დაუდოს მისი და "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის პოზიციას. მას სურს სააკაშვილის გაემიჯნოს, მაგრამ ეს წარმოუდგენელია რადგანაც ეს ქვეყანაც არ არის ჩალით დახურული. ბაქრაძე უსახო პოლიტიკოსი იყო იმ პერიოდისთვის და ეხლა ჰპირდება საზოგადოებას რომ იქნება სახიერი და პრინციპული. ამიტომაც ბაქრაძეს უკან საკმაოდ მძიმე პერიოდის შლეიფი მოჰყვება მას", - აცხადებს ვოლსკი.