გორის "დილამ" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში სპლიტის "ჰაიდუკი" 1:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა.
მატჩში ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ გაიტანა.
თუ ვინ იქნება „დილას" შემდეგი მეტოქე, ეს დღევანდელ კენჭისყრაზე გაირკვევა.
პლეი ოფის დაძლევის შემთხვევაში გორის "დილა" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
გორის "დილას" გარდა, პლეი იოფში საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "დინამოც" ითამაშებს, რომელიც ევროპის ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ გადაერთო.