"თუ ეს დღე ყველა ქართველს ახსოვს, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია"- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა მუხათთგვერდის სამხედრო მოსამსახურეთა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისათვის პატივის მიგების შემდეგ გააკეთა.
ბარნოვის თქმით, "სურვილი, რაც შეიძლება მუხათგვერდის სასაფლაოზე ადამიანმა შეიძლება გამოთქვას, არის ის, რომ ქარულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ იმ ნათელი მიზნისაკენ სვლა ღირსეულად უნდა გააგრძელოს, რომლისთვის ბრძოლასაც მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალული გმირები შეეწირნენ".
"საქართველოს, ჩვენს ერს, ჩვენ ყველას ჩვენი ისტორიის განმავლობაში უკვე მერამდენედ მგვიწია პასუხი გაგვცა აგრესორისათვის, თავი დაგვეცვა, დაგვეცვა ცვენი დამოუკიდებლობა, დაგვეცვა ჩვენი თავისუფლება, ჩვენი განვითარების სურვილი და შესაძლებლობები. დღეს მოვედით ადგილზე, სადაც განისვენებენ მირები, რომლებმაც საქართველოს მიერ სხვადასხვა დროს წარმოებულ ომებში თავი იმ ძალიან ნათელი მიზნებისთვის გაწირეს, რომელიც ჩვენს ერს აქვს,"- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წელი შესრულდა. ოფიციალური მონაცემებით, 5-დღიან ომში საქართველომ 170 სამხედრო, 14 - პოლიციელი და 220 - სამოქალაქო პირი დაკარგა. საომარი მოქმედებების შედეგად, 2 234 ადამიანი დაიჭრა და 26 000 დევნილად იქცა.