მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, დღეს ქართველი ერი კონკრეტული არჩევანის წინაშეა და ეს არჩევანი ორ ვარიანტს - ევროატლანტიკურ სივრცესა და ევრაზიულ კავშირს გულისხმობს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა"მთელი წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა "მგლისა და კრავის დანოკიდებულებას" ჰგავდა.
"მედვედევმა ღიად თქვა, რომ ქართლის შუაგული - ე.წ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღარ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მან თქვა, რომ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო არასოდეს შევა ნატო-ში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მესამე- თი კი ევრაზიულ კავშირში შევალთ, შეიძლება რუსეთმა უკეთესი თვალით შემოგვხედოს. საბოლოო ჯამში, ყველა ერი თვითონ ირჩევს თავის ბედს და ქართველი ერი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არის კონკრეტული არჩევანის წინაშე. თუ ქართველ ერს სურს, უარი თქვას თავისი ტერიტორიების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, თუ ქართველ ერს სურს უარი თქვას მომავლის განვითარების იმედზე, თუ საქართველო მზად არის უარი თქვას თავის შიდა არჩევანზე, მაშინ რა თქმა უნდა რუსეთთან გარკვეული შესძლებლობები არის,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.