ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ქვეყნის ბირთვული პროგრამის ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოებასთან „შინაარსობრივი და სერიოზული" მოლაპარაკებების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ინაუგურაციის შემდეგ ჩატარებულ პირველ პრესკონფერენციაზე, ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ორივე მხარე შეხების წერტილებს ნახავს.
მისივე თქმით, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ „მოლაპარაკებებით და არა მუქარებით".
რამდენიმე ხნით ადრე, აშშ-ს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ როუჰანის პრეზიდენტობა იძლევა საშუალებას დარწმუნდნენ სხვა ქვეყნები, რომ შეშფოთების საბაბი არ არსებობს.
ამასთან ერთად, თეირანში ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოსვლისა ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა თავისი არსით მშვიდობიანია და იგი გაგრძელდება. თუმცა მან აღნიშნა ისიც, რომ ყველაფერს გააკეთებს არსებული უთანხმოებების აღმოსაფხვრელად.
„ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები სხვა მხარეებთან. თუმცა მოთხოვნების დაყენება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამართლებრივ ნორმებს, ალოგიკურია ან მოძველებული მიზანშეწონილი არ იქნება. აცილებელია ყველაფერს რეალისტური მოლოდინებით მიუდგე", _ განაცხადა ირანის ახალმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აშშ-ს ძნელად წარმოუდგენია თუ რა პროცესები მიმდინარეობს ირანში.