აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში სექტემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის" სამიტზე დასწრებას გეგმავს, მიუხედავად, იმისა რომ მას იმედი გაუცრუა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ედუარდ სნოუდენისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამასთან ერთად, ობამამ არ დააკონკრეტა შეხვდება თუ არა ის ცალკე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. რამდენიმე ხნით ადრე თეთრი სახლის წარმომადგენელმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ს ხელისუფლება ფიქრობს პრეზიდენტების ერთი ერთზე შეხვედრის მიზანშეწონილობის შესახებ.
ობამას თქმით, რუსეთის ხელისუფლება დროდადრო კვლავ უბრუნდება ცივი ომის აზროვნებას.
„მე ვეუბნები პრეზიდენტ პუტინს, რომ ეს წარსულშია და ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ",_ აცხადებს ობამა.