ადამაინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის განცხადებები ვერ შეცვლის. უმრავლესობის დეპუტატი მედვედევის იმ განცხადებას აფასებს, სადაც რუსეთის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არ სურს და საჭირო რომ იყოს, 2008 წლის მოვლენებს გაიმეორებდა.
ეკა ბესელიას თქმით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს რუსეთი საკუთარი ქვეყნის ინტერესების ჭრილში განიხილავს.
„თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია ჩრდილოელი მეზობლის მიერ. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური საშუალებები, რადგან ძალისმიერი მეთოდებით პრობლემა ვერ გადაწყდება," - ამბობს ეკა ბესელია.