ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის შემოვლითი რკინიგზის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ჯი-ეიჩ-ენი" გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან არ მინდოდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და კინკლაობის საგანი. ასევე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის მიღებული და ამ გადაწყვეტილებაზე მუშაობს არა "ცალკე აღებული" კვირიკაშვილი, არამედ საპარტნიორო ფონდიც ეკონომიკურ გუნდთან ერთად.
ხოლო "ცალკე აღებულ" უგულავას მინდა ვურჩიო, რომ დარჩეს იმ ჩარჩოებში, რასაც კორექტულობა ჰქვია.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, პირველ რიგში უნდა შედარდეს თბილისში 73 ჰა ტერიტორიის გამოთავისუფლების ეკონომიკური ეფექტი იმ ფისკალურ ზარალთან, რომელსაც ეს პროექტი გულისხმობს რკინიგზისთვის ყოველწლიურად დაკარგული 10 მილიონი ლარის სახით.ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ სერიოზული, არგუმენტირებული რაიმე ხელმოსაჭიდი, რომელიც პროექტის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს."- განმარტავს კვირიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები