აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით 1-სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტს 267 მოქალაქემ მიმართა, მათ შორის: სატელეფონო ,,ცხელ ხაზზე" 130 მოქალაქემ, მიღებაზე იმყოფებოდა 164 მოქალაქე. აქედან კონსულტაცია გაეწია 204 მოქალაქეს, დადებითად გადაწყდა 54 სადავო მომართვა, 9 მომართვაზე მომზადდა შუამდგომლობა.
გასულ თვეში სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის II ეტაპის ამოქმედებასთან დაკავშირებით რეგიონში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში განათავსეს სარეკლამო პოსტერები და მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები.