სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელისგან 1 მძიმე დაავადების მქონე და 3 ხანდაზმული მსჯავრდებული გათავისუფლდა. მძიმე დაავადების მქონე, გათავისუფლებული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში (#01-6/ნ) მოცემულ კრიტერიუმებს შეესაბამება.
რაც შეეხება ხანდაზმულ მსჯავრდებულებს, სამივე მათგანი ქალბატონია, რომლებმაც სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადეს და მათი ასაკი 65 წელზე მეტია.