სირიის ოპოზიციამ ქალაქ ალეპოს სამხრეთით მდებარე ერთ ერთ მნიშვნელოვანეს პროვინციაში მდებარე ავიაბაზა ჩაიგდო ხელში. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავიაბაზისათვის სისხლისმღვრელი და სასტიკი ბრძოლები ოპოზიციასა ბაშარ ასადის არმიას შორის უკვე ერთ თვეზე მეტი ხანის მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო. გაეროს მონაცემებით კონფლიქტის შედეგად უკვე დაღუპულია 100 ათასზე მეტი ადამიანი.