სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ალ-ქაიდას" ბოევიკებმა 450 ქურთი-ტყვე დახვრიტეს. მოკლულებიდან 120 ბავშვია, დანარჩენი კი მოხუცები და ბავშვები. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 23 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ სირია-თურქეთის საზღვრის აღმოსავლეთის მონაკვეთზე იქ სადაც ქურთებით დასახლებული ქალაქები რას ალ-აინი და ტელლ-აბიადი მდებარეობენ მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.
ქურთულმა ფორმირებებმა მოახერხეს ესქტრემისტების უკუგდება და მათი სავალე მეთაურის ხელში ჩაგდება, რომელმაც განაცხადა, რომ ის ჩეჩენი აბუ-მუსააბია. ამის საპასუხოდ ექსტრემისტებმა ხელში ჩაიგდეს დაახლოებით 500 ქურთი ტყვე - ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები და თავიანთი საველე მეთურის გათავისუფლება მოითხოვეს. ამასთან ერთად მათ პარალელურად, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა, მათთვის თავების მოჭრით დაიწყეს.
ქურთები იძულებილნი იყვნენ საველე მეთაური გაერთავისუფლებინათ, საპასუხოდ კი ცოცხლად დარჩენილი ტყვეების გათავისუფლება მოითხოვეს. ექსტრემისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ამჟმაად არსებული ინფრმაციით, მათ ტყვედ კიდევ 200 ადამიანი ჰყავთ, რომლებსაც „ცოცხალ ფარად" იყენებენ.