აშშ-ის მიერ გასულ კვირას ათობით ქვეყანაში დიპლომატიური მისიების დახურვის საბაბი, სპეცსამსახურების მიერ „ალ-ქაიდას" ლიდერების მიმოწერის შესახებ მიღებული ინფორმაციები გახდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
ახლო აღმოსავლეთის 19 ქვეყანაში საელჩოების დახურვა ალ-ქაიდას ლიდერის აიმან ზავახარის და ორგანიზაცის იემენის დანაყოფის ხელმძღვანელის ნასარ ვუხაიშის მიმოწერას უკავშირდება.
სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიმოწერაში დაკონკრეტებული არ იყო თავდასხმის სამიზნეები, თუმცა მათგან გამომდინარეობდა, რომ საელჩოებზე დარტყმა უახლოეს მომავალში იგემებოდა.
თეთრი სახლი და სახელმწიფი დეპარტამენტი ამ დროისთვის ადასტურებენ, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე საფრთხე ლოკალიზებულია.
ამერიკელმა სენატორმა სეკსბი ჩემბილსმა მოსალოდნელ საფრთხეს „ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სერიოზული" უწოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი მისიები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ევროპის რიგმა სახელმწიფოებმაც დახურა, ხოლო დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ საკუთარ მოაქლაქეებს ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები