სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა პენსილვანიის შტატის ქალაქ როსის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ საბჭოში მომხადი სროლისას.
ამერიკული მედიის ინფორმაცით, ავტომატური პისტოლეტით შეიარაღებული პირი შევიდა მუნიციპალიტეტის შენობაში და დაიწყო სროლა იმ დაბაზის მიმართულებით, სადაც საზოგადოებრივი ღონისძიება მიმდინარეობდა. შემდეგ ის დარბაზში შეიჭრა და სროლა გააგრძელა.
თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელი ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა გააუვნებელყო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი, რომელიც საკუთარი იარაღიდან დაიჭრა, დაკავებულია. მისი მოქმედების მოტივზე სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.