თურქეთის არმიის გენშტაბის ყოფილ ხელმძღვანელს გენერალ ილკერ ბაშბურგს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისათვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სწორედ ამ განაჩენს მოითხოვდა მისთვის და კიდევ 63 ადამიანისათვის, მათ შორის ცხრა გენერლისათვის ბრალდების მხარე. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ბაშბურგი არმიას 2008 -2010 წლებში ხელმძღვანელობდა და მის წინააღმდეგ წარდგენილ ყველა ბრალდებას უარყოფდა.
მცირე ხნით ადრე, თურქეთის სასამართლომ გაამართლა 21 ბრალდებული, ხოლო კიდევ 253 ადამიანის ბედი უცნობია. ისინი განაჩენს ელიან.
სულ, ხუთი წლის წინ ხელისუფლების ჩამოგდების მომზადების გამო განსასჯელის სკამზე 270 ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის იყვნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები, იურისტები, მეცნიერები და ჟურნალისტები.
მასალის გამოყენების პირობები