პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს აცხადეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გეგმები არ შეცვლილა.
"პარასკევს ირანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ისრაელი ისლამური სამყაროს სხეულზე გაჩენილი ჭრილობაა. პრეზიდენტი გადააყენეს, მაგრამ რეჟიმის მიზნები არ შეცვლილა", _ აცხადებს ისრაელის პრემიერი.
მისივე თქმით, ირანი მიზნად ისახავს ატომური პროგრამის გაგრძელებას და იარაღის წარმოებას, რათა გაანადგუროს ისრაელის სახელმწიფო.
„და ეს არა მხოლოდ ჩვენთვის არის საფრთხე, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანა მათი შეჩერებაა", _ განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.