სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე არ აკონკრეტებს, შეთავაზების შემთხვევაში, დაუბრუნდება თუ არა მინისტრის თანამდებობას.
ამის შესახებ კირვალიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "შერატონში" ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე" მიმდინარე გამოძიების დეტალებზე საუბრისას განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე - გამოძიების დასრულების შემდეგ, შეთავაზების შემთხვევაში, დაუბრუნდება თუ არა მინისტრის თანამდებობას, კირვალიძემ აღნიშნა, რომ "თუობით ლაპარაკი ძალიან ცუდია და აღნიშნულ თემაზე კომენტარს გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამოვლენილი ფინანსური დარღვევების და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის დაკავების შემდეგ, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა დავით კირვალიძემ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.