ისრაელი რამდენიმე ებრაული დასახლებისათვის სუბსიდირების გამოყოფას დასთანხმდა. ეს ის დასახლებებია, რომლებიც ბოლო დრომდე უკანონოდ ითვლებოდნენ.
ისრაელში ცნობილი მშვიდობისათვის მებრძოლი ჯგუფის „Peace Now"-ს წარმომადგენელთა თქმით, გასული წლის განმავლობაში 91 ასეთი დასახლებიდან კანონიერად მხოლოდ 3 მიიჩნიეს და მათი განვითარება პრიორიტეტულად მიიჩნიეს.
ისრაელმა განაცხადა, რომ თანხის გამოყოფა უსაფრთხოების შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
ამავე დროს პალესტინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელის ეს ნაბიჯი შესაძლოა პალესტინასთან დაწყებულ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახოს.
„ეს სწორედ ის არის, რაც ისრაელს სურს, ანუ წარმართოს მშვიდობიაოი პროცესი თავად პროცესისთვის და ერთდროულად გააკეთოს ყველაფერი, რომ მისი მთავარი მიზანი ნულამდე დაიყვანოს", _ განაცხადა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰანან არშავიმ.