აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სტამბოლის ბეხჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორთან და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანთან. აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილება სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.
დაგეგმილია ასევე შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან. აღნიშნული ორგანიზაცია მთავრობას დახმარებას გაუწევს მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის შენობის რეაბილიტაციასა და სოფელ ცხემლარში სამედიცინო პუნქტის მშენებლობაში.
მასალის გამოყენების პირობები