პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებას პახუობს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზადაა, თუ საქართველო 2008 წლის აგვისტოს ფაქტს აღიარებს.
"დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წინაპირობებით არ იწყება, მეტადრე წინაპირობების დასმით იმ მხარისაგან რომელიც (რაც არ უნდა იყოს მ.სააკაშვილის პასუხისმგებლობა საომარ მოქმედებებზე ცხინვალის მიმართ და არა თვითონ რუსეთის მიმართ!!) საქართველოს ევლინება, როგორც მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი და ოკუპანტი. ასე თუ მივყვებით, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლის აღიარებაც და რომელზეც ბოდიშის მოხდა რუსეთს მოუწევს: უსაფუძვლოდ შემოჭრა კოდორის ხეობაში, არაფერი რომ არ ვთქვათ, 90-იანი წლების აფხაზეთში გაჩაღებულ გამოუცხადებელ ომისა და 9 აპრილზე და იმ საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რომელიც რუსეთის პასუხისმგებლობაზეა... ხომ ნათელია, რომ ეს შორს წაგვიყვანს და რომ დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება "ანგარიშსწორებით"?! ეს უნდა მოხდეს პრაგმატიულ საწისებზე და ურთთიერთინტერესების საფუძველზე. ასეთი მოთხოვნები პირიქით, ამძიმებს ფონს... წარსულს აყენებს წინა პლანზე და ხელს უშლის დღევანდელ პრობელებზე საღ მჯელობას.
ამავდროულად ასეთი განცხადება გაკეთებული 8 აგვისტოს თარიღამდე, და როცა საქართველოში დაწყებულია საარჩევნო კამპანია აღიქმება ამ კამპანიაში პირდაპირ ჩარევად, ამ ყველაზე მტკივნეული საკითხის შემოყვანით და ხელს შეუწყობს ზოგიერთ ძალებს დაიწყონ რუსული თემებით მანიპულირება. და თუ კონსტრუქციული მიდგომის სურვილი მართლაც არსებობს აჯობებდა, რომ ასეთი განცხადებები გაკეთებული ყოფილიყო არჩევნების შემდეგ (როდესაც მ.სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი) ვიდრე არჩევნებამდე", - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.