რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Russia Today-სთან მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი მიხეილ სააკაშვილის დასჯა და თბილისზე შტურმი არ ყოფილა.
„მე არასდროს არ მიმიცია თბილისში შესვლის, პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის და სააკაშვილის დასჯის ბრძანება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვებრძოდით ქართველ ხალხს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიზანი არ იყო მიხეილ სააკაშვილის დამხობა, არამედ რუსეთის მიზანი იყო "კავკასიაში მშვიდობის დასამყარებელი ოპერაცია" ჩაეტარებინა. საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს, თუმცა ქართველმა ხალხმა სააკაშვილს განაჩენი უკვე გამოუტანა და მისმა პოლიტიურმა ძალამ 2012 წლის არჩევნებში კრახი განიცადა." განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიმიტრი მედვედევის განცზადებით რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ოპერაცია, მხოლოდ ქართული მხარის მიერ ცხინვალზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.
მისივე განცხადებით თავის დროზე კაცობრიობას ეყო ძალა ჰიტლერის ნაცისტების გასამართლების ნიუსბერგის პროცესზე, თუმცა 2008 წლის ომის გამო მიხეილ სააკაშვილის დაუსჯელობა საერთაშორისო ინსტიტუტების არასრულყოფილების შედეგია.