საქართველოს ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა უფრო მეტად ლოიალურია რუსეთის მიმართ. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამად სხვა ვითარებაა და საქართველოს ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უფრო მეტად პრაგმატული პოზიცია უკავია. ჩვენი ამის მოხარულები ვართ", - განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მდვედევმა 2008 წლის აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ასევე აღნიშნა, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით უკან დაბრუნების გზა არ არსებობს და საქართველომ 2008 წელს მოხდარი ფაქტი უნდა აღიაროს.