საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ,,ფეისბუქი" გვერდზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მთავარ პოკურატურასთან ერთად საკუთარ თანაგუნდელებს აკრიტიკებს.
,,რა ჯანდაბა ხდება, ბოლოს და ბოლოს? ყველამ ვიცით, რომ თბილისის სასამართლომ დღეს აპრიორი დამნაშავეებს გამამართლებელი განაჩენები გამოუტანა და ჩვენ ამაზე უნდა ვიძახოთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელიაო? კი მაგრამ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რისგანაა დამოუკიდებელი ეს სასამართლო, კანონიერებისგან და სამართლისგან ???
და ახლა რა ვქნათ, ველოდოთ როდის გამოუშვებენ ამათ გარეთ??? რას აკეთებს ამ დროს მთავარი პროკურატურა, ტელეეკრანებიდან ჩვენ გვარწმუნებს, რომ მაქსიმუმი გააკეთეს?
არა ბატონებო, დღემდე ბევრი ვერაფერიც ვერ გააკეთეთ !!!! ან ცოდნა არ გყოფნით, ან კომპეტენცია, ან კიდევ უარესი, სურვილი არ გაქვთ გაუძლოთ მორიგ მეგობრულ შემოტევებს საზღვარგარეთიდან და თუ ასეა, დროზე და მშვიდობიანად დავშორდეთ, ასე აჯობებს !!!" - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.