გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგა ხაჩიძე, ამბობს რომ დასავლეთ საქართველოში წაბლის ტყეები საფრთხეშია.
როგორც ხაჩიძემ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა შესაძლოა ერთადერთი გამოსავალი მისი გაჩეხვა იყოს.
„პრობლემა გაცილებით მაშტაბურია ვიდრე ეს ადგილობრივ მოსახლოებას და, ზოგადად, ამ სფეროში გარკვეულ ადამიანენს ჰგონიათ. დასავლეთ საქართველოში წაბლის ტყეებს აქვთ ქერქის კიბო, რაც რამდენიმე წელიწადში ახმობს მას. ხოლო დაავადებული კიბოიანი ქერიქი ახმობს სხვა ხეებსაც. ჩვენმა სამინისტომ რამდენიმე წლის წინ გასცა ლიცენზია სანიტარული ჭრისა, თუმცა სანიტარულმა ჭრამ დაავადების გავრცელება ვერ შეაჩერა. ალბათ გამოსავალი საერთოდ გაჩეხვაა დაავადებული ტყეებისა,"- ამბობს ხაჩიძე.