„ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური პარტიები არიან შეკრბილები არა პრინციპების გარშემო, არამედ ფულის და ივანიშვილის გარშემო. თუმცა ფულმაც ვერ გადაწონა და დავითაშვილმა ოცნება დატოვა"- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე დავითაშვილის მიერ „ქართული ოცნების" დატოვებას.
ვაშაძის თქმით, დავითაშვილი მიხვდა, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის, კრიმინალის, უსაფრთხოების და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით სრული ქაოსია და მან, როგორც პოლიტიკოსმა გადაწყვიტა განრიდებოდა ამ პოლიტიკურ ძალას.
„დავითაშვილი ხმევს ვერ წაართმევს „ნაციონალურ მოძრაობას, ის „ქართულ ოცნებას" და გიორგი მარგველაშვილის ელექტორატს აითვისებს,"-ამბობს ვაშაძე.
ცნობისთვის, კობა დავითაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების" რიგებს ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში „ხალხის პარტიის" სახელით მიიღებს მონაწილეობას.