საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილმა კოალიცია "ქართულ ოცნებას" დატოვა და ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. განცხადება ამის შესახებ დავითაშვილმა საკუთარი პარტიის ოფისში გააკეთა. უმრავლესობის დატოვების მიზეზად დავითაშვილმა თანაგუნდელებთან მუდმივი უთანხმოება დაასახელა. კობა დავითაშვილი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება.
"ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენს მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრალურად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას", - განაცხადა დავითაშვილმა.
"ხალხის პარტიის" ლიდერს უთანხმოება მმართველი გუნდის წევრებთან და მათ შორის პრემიერთანაც ჰქონდა.დავითაშვილს პრობლემები ჰქონდა გიორგი მარგველაშვილთანაც. მან ყოფილი ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, ბიზნესის ინტერესების გაუთვალისწინებლობაში დაადანაშაულა. კობა დავითაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ვიცე-პრემიერობიდან გადადგომისკენაც მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები